,,დაგმეთ ლოქდაუნი და ღია სივრცეში პირბადე!" - ლალი მოროშკინა

მწერალი, PR ტექნოლოგიის სპეციალისტი, ყოფილი ტელეწამყვანი და ჩინოვნიკი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მმართველ გუნდს მიმართავს. 

,,ძვირფასო Ჩემიანებო.

იმ ბრძენმა კაცმა სეფე სიტყვა დატოვა, არ დაჭამოთ ერთმანეთი, თორემ ოპოზიციაში გადახვალთ და ახალი გუნდიც მზად არისო...

ახლა რომ ფიქრობთ, რომელი გახდეთ ლიდერი, გეტყვით:

ვინც პირველი ხმამაღლა გაიმეორებს დღევანდელი დაავადებათა ცენტრის მონაცემებს, რომ ლეტალობა 1,2%-ია, ხოლო გამოჯანმრთელება 95% (ინფო იმედზე გავიდა)

ანუ, როგორც Ჩვეულებრივი სეზონური გრიპი!

ჰა ბურთი და ჰა მოედანი!

დაგმეთ ლოქდაუნი და ღია სივრცეში პირბადე!" - წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.