დიდ დიღომში ქუჩები დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა. დიდ დიღომში ქუჩები დაიტბორა. 

ავტომობილებს გზებზე გადაადგილება უჭირთ.

კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უწყებაში შესულ შეტყობინებებზე მეხანძრე-მაშველები ოპერატიულად ახდენენ რეაგირებას.

მათივე ინფორმაციით, უწყებაში შეტყობინებები ძირითადად დიღომიდან შედის.