"დაიცავი ბუშტი"- თბილისში ბათუმის სოლიდარობის აქცია გაიმართება

"პარლამენტთან დაიცავი ბუშტი",- ბათუმის სოლიდარობის მიზნით თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 17:00 საათზე აქცია დაინიშნა, სადაც ბუშტებს გაუშვებენ.

სოლიდარობის აქცია "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დააანონსა.

პოლიტიკოსის თქმით, ერთ-ერთ ბუშტს "მონა რიჟვაძე" ერქმევა.

" ბათუმის სოლიდარობის და სახელმწიფოს კომიკურობის აღსანიშნავად დღეს პარლამენტის წინ გავუშვებთ ბუშტებს. ერთ-ერთ ბუშტს ექნება დიდი პატივი, ერქვას მონა რიჟვაძე",- წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე ორი პირი დააკარეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ სამართალდამცავების გაღიზიანება ბუშტების გაშვებამ გამოიწვია და ეს პირველი შემთხვევა არ არის.