დამწუხრებული ვარ ჩემი ულამაზესი თამუნას გამო - რას წერს მშობიარობის დროს გარდაცვლილი ქალის მეუღლე

„ჩემი მშვენიერი მეუღლე 2020 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა, მალევე მას შემდეგ, რაც ბავშვები, ენი როუზი და დენიელ ჯეიმს ქერელი გააჩინა. ის ისეთი შესანიშნავი მეუღლე იყო,  დიდი და მოსიყვარულე გულით, რომ ძნელია სიტყვებით აღწერო. დამწუხრებული ვარ ჩემი ულამაზესი თამუნას გამო“, – წერს გარდაცვლილი ქალის მეუღლე, პოლ ქერელი.

თბი­ლის­ში, 3 აგვისტოს კლინიკა "ჰერაში" საკეისრო კვეთის შე­დე­გად 41 წლის ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი თა­მუ­ნა მი­ნაშ­ვი­ლი ტყუ­პებ­ზე იყო ორ­სუ­ლად.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.