ბორჯომში, სასტუმროდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

ბორჯომში, ერთ-ერთი სასტუმროდან, სავარაუდოდ, მეორე სართულის აივნიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა დღეს მოხდა. 

ინფორმაციას borjomi.tv- ავრცელებს. 

დაშავებული მცირეწლოვანი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას გამოკვლევები უტარდება. 

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.