დაპირისპირება თბილისის მე- 11 სკოლაში - მოზარდს ყბა აქვს მოტეხილი

დაპირისპირება თბილისის #11 საჯარო სკოლაში. მოსწავლეებს შორის ჩხუბი ერთ-ერთი მოზარდის დაშავებით დასრულდა. არასრულწლოვანს მოტეხილი აქვს ყბა, დაზიანებები აქვს მიღებული კისრის და თავის არეში.

გავრცელებული ინფორმაციით მოზარდებს შორის დაპირისპირება სასწავლო პროცესის დროს, სპორტის გაკვეთილზე მოხდა.

როგორც report.ge-ს შსს-დან აცნობეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.