"დარწმუნებული ვარ, მარტივად დავემშვიდობებით ერთმანეთს" - თათია შარანგია კოვიდინფიცირებულია

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია კორონავირუსით დაინფიცირდა. 

მასთან ერთად ვირუსს მისი მცირეწლოვანი შვილი, ანდრიუშაც ებრძვის.

როგორც თათია შარანგია სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში ამბობს, ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს, რადგან "ფაიზერის" ორი დოზით არის ვაქცინირებული.

"იმდენჯერ ვიყავი კოვიდ-კონტაქტი და არ დამემართა, ვთვლიდი, რომ გიჟებს კოვიდი არ ეკარება. მაგრამ ახლა მეც მომაკითხა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მარტივად დავემშვიდობებით ერთმანეთს. 

ვარ ორჯერ აცრილი "ფაიზერის" ვაქცინით და ის, რომ გადამაქვს მსუბუქად და უსიმპტომოდ, ამის დამსახურება მგონია", – ამბოსბ შარანგია.