თელავში მანქანა აფეთქდა - დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი

თელავში, ბუნებრივი აირის გასამართ სადგურზე მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა 2 კი დაშავდა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული მუხლი ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.