დაშბაშის კანიონი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა - PHOTO

დაშბაშის კანიონი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ბოლო წლებში ალგეთის ეროვნული პარკის დაშბაშის კანიონი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ვიზიტორებში, რის გამოც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით. დაშბაშის კანიონის ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტვაც სწორედ ამ სამუშაოებს უკავშირდება.

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანიონზე უსაფრთხო ტურიზმის განვითარების მიზნით, ადგილზე დაიწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. ტერიტორიაზე მოეწყობა ბილიკები, ხიდები, აშენდება ვიზიტორთა ცენტრი,“-ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.