დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ

"თბილსერვისის" თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი დილიდან კომპანიის ოფისთან არიან შეკრებილნი და აქციას მართავენ. 

მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა.

გაფიცულები შრომის მძიმე პირობებზე საუბრობენ. აქციის მონაწილეების თქმით, ავტომობილები მოუწესრიგებელი და გაუმართავია, არ აქვთ სეზონური უნიფორმები.

"თბილსერვისის" თანამშრომლებმა კომპანიის შესასვლელი გზა გადაკეტეს.

გაფიცულები კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.