"დატბორილია სოფლამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზები"- სტიქია ახმეტაში

უამინდობის გამო პრობლემები შეექმნა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი კასრისწყალს.

დატბორილია სოფლამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზები.

წყალი საჯარო სკოლის შენობასა და იქვე საცხოვრებელი სახლებში შევარდა.

დაზიანებულია საოჯახო ავეჯი.

ახმეტის მერიის ინფორმაციით, ამ წუთებში ადგილზე შესაბამისი ტექნიკის მობილიზება ხდება.