დათო ტურაშვილმა ვაქცინა გაიკეთა

მწერალმა დათო ტურაშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ვაქცინაციის პროცესში გადაღებულ ფოტოს ტურაშვილის ქალიშვილი ავრცელებს. 

ტურაშვილმა აცრა ქუ­თა­ის­ში, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში გაიკეთა, მწერალი "ფაიცერის“ ვაქცინით აიც­რა.

"მეორე უბედნიერესი დღე ამ კვირაში (პირველი ბებიაჩემი და ბაბუჩემის აცრა იყო) 

მთელი წელი დათოზე ნერვიულობაში გავატარე, მოგეხსენებათ მისი გულისა და ჯანმრთელობის გამო, რისკ ჯგუფშია. ამოვისუნთქეთ ოჯახმა" - წერს ანაკო ტურაშვილი.