"დაუბრუნდა ჩვენი ზურა მიწა-წყალს” - ზურა დოიჯაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი, რომელიც ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, საქართველოში ჩამოასვენეს.

მომღერლის ჩამოსვენების კადრებს სოციალურ ქსელში "ქუჩის ბიჭების" წევრი პაატა ხაჩიძე აქვეყნებს.

მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი მძიმე ავადმყოფობისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, 14 თებერვალს გარდაიცვალა.

ის ბინის დაკარგვის შემდეგ ისრაელში, ემიგრაციაში წავიდა. ბოლო დროს მომღერალი მძიმე დაავადებას ებრძოდა.

გასული წლის დეკემბერში დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურა დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.