დავარღვევთ "კომენდანტის საათს" - "სირცხვილია" აქციებს აანონსებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "სირცხვილია" საპროტესტო აქციებს აანონსებს. 

აქტივისტები "კომენდანტის საათისა" და შეზღუდვების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პირველი აქცია 3 აპრილს, პარლამენტის წინ, 18:00 საათზე დაიწყება.