"დავეხმაროთ ერთმანეთს"- ბათუმში უფასო პროდუქტის დახლები გამოჩნდა

"დავეხმაროთ ერთმანეთს", "სიკეთე გადამდებია"- აღნიშნული წარწერებით, ბათუმის ქუჩებში, სავაჭრო ობიექტებთან, დახლები გამოჩნდა, სადაც მოქალაქეები პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს ტოვებენ.

აქციის მიზანი იმ ადამიანების დახმარებაა, ვისაც კორონავირუსით გამოწვეული იზოლაციის პირობებში, პროდუქტების შეძენა არ შეუძლია.