დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია “ფორმულას” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი, ტელეკომპანია “ფორმულას” წილის 51%-ის, ანუ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. რეესტრის მონაცემებით, მანამდე წილის 100%-ს ფორმულა კრეატივის დამფუძნებლები ფლობდნენ. 

შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრში 3 სექტემბერსაა ასახული.

ამჟამად 49 პროცენტს ფლობენ ფორმულა კრეატივის დამფუძნებლები: მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა, თითოეული მათგანი- 12.25%-ს. ტელეკომპანიას დავით კეზერაშვილი დააფინანსებს.

შპს ფორმულას მაუწყებლობის ავტორიზაცია უკვე მიღებული აქვს. მის საინფორმაციო სამსახურს რუსთავი 2-ის ყოფილი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი უხელმძღვანელებს.