დე ფაქტრო რეჟიმმა სოფელ ახმაჯთან დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლა

დე ფაქტო რეჟიმმა სოფელ ახმაჯთან დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლა. დაკავებული ოთხი პირიდან, ერთ-ერთი არასრულწლოვანი იყო, რომელიც დე ფაქტო რეჟიმმა მალევე გამოუშვა, სამი მოქალაქე კი დღეს გაათავისუფლა.

დაკავებულებს დე ფაქტო რეჟიმი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდა.