დედაქალაქში ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამირების დაფინანსება გაიზარდა

"2021 წლის ბიუჯეტში, დაახლოებით 33 მილიონით გაიზარდა ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება", - ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტითი გაზრდილი თანხებია გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და უფასო სასადილოების დაფინანსებაზე.

"მომლოდინეთა სიაში 3 500 ადამიანი იყო და დაფინანსების ზრდით, ყველა ადამიანი მოექცა ამ პროგრამაში. ასევე, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განკუთვნილი თანხები, რაც, დაახლოებით, 360 მილიონ ლარამდეა. მომდევნო წელს ეს თანხა 50 მილიონი ლარით გაიზრდება“ - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

დედაქალაქის ბიუჯეტი 2021 წლისათვის 1 100 000 000-ზე მეტია. ვიცე-მერის თქმით, ყველა მიმდინარე პროექტი გაგრძელდება.