დედის დაკრძალვაზე ჩასული "ქართული ხმების" სოლისტი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა

ანსამბლ "ქართული ხმების" სოლისტი ზურა ბაკურაძე უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. 

მომღერალი რაჭაში დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. ონის რაიონის სოფელ შქმერში გზა ჩავარდა და მომღერალი, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა ხევში ჩავარდა. 

ცხედარს ონის საავადმყოფოში გადაასვენებენ.