დემონსტრანტები პარლამენტის გარშემო ცოცხალ ჯაჭვს აკეთებენ

აქციის მონაწილეები პარლამენტის გარშემო ცოცხალ ჯაჭვს აკეთებენ. ოპოზიციის ლიდერები ჩიტაძის ქუჩის მხარეს განთავსდებიან, მათ კი აქციის მონაწილეები შეუერთდებიან და პარლამენტს ცოცხალ ჯაჭვს შემოარტყავენ.

მოწოდება ცოცხალი ჯაჭვის გაკეთების თაობაზე, ცოტა ხნის წინ სიტყვით გამოსვლისას ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

"ჩიტაძის მხარეს ჩავდგებით წინ და დავარტყამთ ცოცხალ ჯაჭვს პარლამენტს. დაინახო ჩვენი ძალა!,"-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით ჯაჭვის გაკეთების შემდეგ, ისინი კვლავ დაბრუნდებიან პარლამენტის წინ და გააგრძელებენ აქციას.