თეთრიწყაროს რაიონში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. report.ge-ის ინფორმაციით, სოფელ ჯორჯიაშვილში მცხოვრები დავით თეთრუაშვილის გარდაცვალების მიზეზი თევზაობის დროს დენის დარტყმა გახდა.
გარდაცვლილის ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.
როგორც report.ge-ს შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.