დეპუტატებს ფურცლები თავზე დააყარეს - პროტესტი პარლამენტში - PHOTO

საპროტესტო პერფორმანსი საქართველოს პარლამენტში - სხდომათა დარბაზში დეპუტატებს აქტივისტებმა ფურცლები თავზე დააყარეს, რომელზეც ეწერა - "რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?".

"დღემდე ბავშვები იქ არიან ჩაკეტილები და თქვენ სხედხართ უსაქმურად", -  მიმართა ახალგაზრდამ დეპუტატებს.

"ახალგაზრდა ლეიბორისტების" აქტივისტები დაცვამ დარბაზიდან გაიყვანა.

აქცია-პერფორმანსის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე ავრცელებს და წერს, რომ პროტესტის სულისკვეთებას იზიარებს.