დევნილთა სააგენტოს დირექტოს უფროსი დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ნინო ლაცაბიძესა და ქეთევან მამულაშვილთან ერთად, ისნის და სამგორის რაიონებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა.

სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები მოინახულა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს სააგენტოში არსებული პროგრამების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სტრატეგიის პროექტიც გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.