დღეს გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა

დღეს თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის დაბადების დღეა. გურამ დოჩანაშვილს 82 წელი შეუსრულდა.

გურამ დოჩანაშვილის ცნობილი ნაწარმოებებია: ,,სამოსელი პირველი", „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“, „ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები“ და სხვა.

მწერალი არის ლიტერატურული პრემია – „საბას“ ლაურეატი ნომინაციაში – „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“. გარდა ამისა, გურამ დოჩანაშვილი დაჯლდოებულია ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით.

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედი გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს, თბილისში დაიბადა.