დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

დღეიდან, 13 მაისიდან ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 3-დან 12 მაისის ჩათვლით აკრძალული იყო.

ქვეყანაში უქმე დღეების დროს დაწესებული შეზღუდვები დღეიდან მოიხსნება.