დღეს "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის განცხადებით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მარტს 14:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წოდორეთი, მსხალდიდი, ბევრეთი, ვარდისწყარო, შვინდების მიწა, ქვემო ლისი და მიმდებარე სოფელბში.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.