დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის

30 იანვარს, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.

თბილისში, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება.

ბათუმში +16 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. +15 გრადუსი იქნება ზუგდიდსა და ქუთაისში.

თელავში ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება. +13 გრადუსია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სიღნაღში კი +11.

მესტიაში მოთოვს და +5 გრადუსი სითბო იქნება. ცაგერში იწვიმებს და ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე გათბება. ბახმაროში კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.