"დღეს მართლა ბევრი კარგი ამბავია" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს.

როგორც პროფესორი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, "მოდერნას" ვაქცინა ეფექტურია კორონავირუსის სამხრეთ აფრიკულ შტამთან.

"საინტერესო სიახლე - "მოდერნას" ვაქცინის მე-3 ბუსტერი არის ეფექტური სამხრეთ აფრიკულ შტამთან. 

ალბათ "მოდერნა" გააკეთებს თავისი ვაქცინის "მოდერნიზაციას" და ახალი ვერსია იქნება უფრო ძლიერი და ეფექტური. მე მგონი, სამხრეთ აფრიკულ შტამს "მოდერნას" სიკვდილის ბუზი დააჯდა.

მოკლედ, დღეს მართლა ბევრი კარგი ამბავია. მეცნიერება და პროგრესი გაიმარჯვებს", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.