დღეიდან საერთო სამაგისტრო გამოცდები იწყება

დღეს საქართველოში საერთო სამაგისტრო გამოცდები იწყება. ამასთან დღეს და წელს პირველად, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისთვის სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდა ჩატარდება.

პარალელურად მიმდინარეობს დამატებითი სესიები იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც გამოცდების დროს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია, შედეგები კი აგვისტოს თვეში ეტაპობრივად გამოქვეყნდება.