დღეიდან შშმ ბავშვებს ცხელი ხაზი 111 მოემსახურება

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ცხელი ხაზი - 111 შშმ ბავშვებს მოემსახურება. ამის შესახებ report.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. 

მათი ინფორმაციით, ცხელი ხაზი ბავშვებს, მათ შორის შშმ ბავშვებსა და მათ მშობლებს კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას. 111-ის ოპერატორები, ყველა შეტყობინებას დაამუშავებენ და რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებს ჩართავენ. კოვიდ 19-თან დაკავშირებულ შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური ონლაინ კლინიკა განიხილავს. ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი - 111 გაზაფხულიდან მოქმედებს და უფასოა.