დღეიდან ტრეინინგებისა და კონფერენციების ჩატარება შესაძლებელია

გამოფენების, ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეებში, დღეიდან ნებადართული ხდება.

ღონისძიებები ჩატარდება წესების დაცვით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის თანახმად.

პროტოკოლი კი ასეთია: ყოველ ხუთ კვადრატულ მეტრზე, მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვება, სადაც დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდება, პირბადის ტარება სავალადებულო იქნება.

დღეიდან იხსნება ატრაქციონების პარკებიც.

დღეიდანვე განახლდება სწავლება პროფესიულ კოლეჯებში.