დღეს, 21:00 საათიდან ,,კომენდანტის საათი" ისევ ამოქმედდება

საქართველოში, დღეს, შვიდი იანვრის 21:00 საათიდან ,,კომენდანტის საათი" ისევ ძალაში შედის. 

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვა, შობის ღამეს, 6 იანვრის 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათამდე მოხსნილი იყო

მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაშია, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით.

ახალი წლისა და შობის ღამეები გამონაკლისს წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.