დღეს ბედობაა

დღეს საქართველოში ბედობის დღეა. ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, თუმცა საქართველოში ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის. ძველ დროში მიაჩნდათ, რომ როგორც შეხვდებოდნენ ამ დღეს, მთელი წელი ისე გაატარებდნენ. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, რომლის თანახმად, ბედობას ყოველთვის ხალისიანი განწყობით უნდა შეხვდეთ.

ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩა საქართველოში, თუმცა არა ისეთი დიდი დატვირთვით, როგორც ამას ძველ საქართველოში აღიქვამდნენ.

საქართველოში ისე როგორც ბევრ რამეს, ბედობასაც ორჯერ აღნიშნავენ - 2 იანვარს და 15 იანვარს.