დღეს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

"თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 3 დეკემბერს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კერძოდ, გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან, 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის და მარსელის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.