დღეს კორონავირუსით ინფიცირებული მესამე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავრუსით დღეს მესამე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე.

ამჟამად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 39-ია.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა, 796 კი, გამოჯანმრთელდა.