დღეს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება

დღეს, 13 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) გაიხსნება. გახსნის ცერემონიაზე სტუდენტებს მიესალმებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი და უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე თევზაძე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) მოიცავს სტუდენტებისა და პერსონალის საცხოვრებლებს, აკადემიურ შენობებს, ბიბლიოთეკას, კაფეებს, შიდა და გარე სარეკრეაციო სივრცეებს, ელექტროტრანსპორტს, ველობილიკებს. 

უნივერსიტეტი პირველ ნაკადს სამ სპეციალობაზე მიიღებს: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები და მენეჯმენტი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიძინა ივანიშვილმა დააარსა.