დღეს ნინოობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა აღევლინება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, წირვას 10:00 საათზე, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ჩაატარებს. 

წმინდა ნინოს ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: პირველ ივნისს მისი საქართველოში შემოსვლის დღეს, 27 იანვარს კი, მისი გარდაცვალების დღეს.