დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგია შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, 27 ოქტომბერს, თბილისში, სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.

,,გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 20:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვლადიმერ ლობჟანიძის და ნავთლუღის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", აცხადებენ ,,თელასში".