"დღეს ასტრაზენეკათი დავიჩიპე" - პაატა ზაქარეიშვილი

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. 

ამის შესახებ ექსპერტი სოციალურ ქსელში იუმორით წერს და იმუნიზაციის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

როგორც ზაქარეიშვილის ფეისბუქის პოსტიდან ირკვევა, მან "ასტრაზენეკას" ვაქცინა გაიკეთა.

"დღეს ასტრაზენეკათი დავიჩიპე. მეორე დაჩიპვის შემდეგ ასკლეპიოსს მამალს შევწირავ", - წერს პაატა ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში.