მამიდა და ძმიშვილი - შატილის ტრაგედიის კიდევ ორი მსხვერპლის ვინაობა ცნობილია

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის კიდევ ორი მსხვერპლის ვინაობა ცნობილია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამიდა და ძმის შვილი დაიღუპნენ. 

თა­მი­ლა ში­ოშ­ვი­ლი 54-ის, თეა შიოშვილი კი - 19 წლის იყო. 

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა.