დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება

დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი გახდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სწორედ ეს ჯგუფი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი, რომელიც ჩართულია სოციალურ აქტივობაში და მათთვისაც გაიხსნება სარეგისტრაციო ფანჯრები. ისინი მიმაგრებული არიან კონკრეტულ დაწესებულებებს და შესაბამისად, მათ აცრიან ადგილზე, იმ დაწესებულებებში, სადაც ისინი დიალიზის თერაპიას გადიან“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კორონავირუსზე ასაცრელთა ასაკობრივი ჯგუფი გაფართოვდა.