დიდ ბრიტანეთში ქართული ჯიშის ნაძვის ხეები საკოლექციოდ დარგეს

დიდ ბრიტანეთში ქართული ჯიშის ნაძვის ხეები დარგეს. ორგანულ ნაძვის ხეების ნაკრძალის Magic of Foresters-ის ორგანიზებით გამართულ ღნისძიებაში, ქართული სკოლის მოსწავლეებმა ქართული ნაძვის ხის თესლისგან წარმოებული ნერგები მიიტანეს და საკოლექციო ნაკრძალში გააშენეს.

ხეების დარგვის ცერემონიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი, 1. ბრომლის მერი და პარლამენტის წევრი ბობ სტიუარტი მონაწილეობდნენ. 

Magic of Foresters სხვადასხვა ჯიშის ნაძვებს აწარმოებს, რომელთა შორის ბრიტანეთში ყველაზე პოპულარული ქართული ნაძვის ხის თესლისგან წარმოებული ნაძვებია.