დიდ დიღომში ხანძარი გაჩნდა

დიდ დიღომში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. 

არსებული ინფორმაციით ხანძარი საბურავებსა და ბალახს გაუჩნდა. ადგილზე ერთი სახანძრო ჯგუფი იყო მობილიზებული.