"დიდი მადლობა თავდადებისთვის" - ვის მიმართავს მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მორიგ წერილს ავრცელებს და ჟურნალისტებს მიმართავს.

ამასთან, როგორც წერილშია აღნიშნული, სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება.

"ძვირფასო ჟურნალისტებო გორის ჰოსპიტალთან. დიდი მადლობა თავდადებისთვის და ამ სიცივეში დგომისთვის. გორი უფრო ცივია, ვიდრე თბილისი.

გატყობინებთ, რომ ხვალ, სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს (ძალიან ადრე რომ არ ადგეთ). იმედია, პრესცენტრი ნორმალურად ამუშავდა. სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი", - წერს სააკაშვილი.

ხვალ, 9 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე გაიმართება.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე რუსთავის ციხეში 20 ოქტომბერს წარუდგინეს.