დიდი მითქმა-მოთქმა და ვაივიში გამოიწვია... სამომავლოდ ერთად “ვინერვიულოთ“ - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:

„დიდი მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში გამოიწვია მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების თემამ… ზოგი იბრალებს მე ხომ ამას ვიძახდიო, ზოგიც ანერვიულდა თანდათან გვაპარებენო. ეს თემა “ფაიზერის“ ხელმძღვანელმა 15 აპრილს გააჟღერა, შესაბამისად, უკვე ძალიან ძველი ამბავია და გულისხმობს არა შემადგენლობით იგივე ვაქცინის გაკეთებას, არამედ ახალი ე.წ. შემაშფოთებელი ვარიანტების ბუსტერს.

თუმცა, ბევრი რამ ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, ასე რომ, ჯერ გავიკეთოთ ის, რაც გვაქვს და იმედია, გვექნება და სამომავლოდ ერთად “ვინერვიულოთ“, – წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, 9 ივნისს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ვაქცინაციისთვის მესამე დოზაც გახდება საჭირო. მისი თქმით ამით უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნება მოსახლეობაში.