დიდუბესა და დიღმის მასივში მოსასვენებელი სივრცეები ეწყობა

თბილისში, წერეთლის გამზირის N60-სა და დიღმის მასივის მესამე კვარტლის მესამე კორპუსთან 1600 კვ.მ ფართობზე მოსასვენებელი სივრცეების მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას დიდუბის რაიონის გამგეობა ავრცელებს. 

"სკვერებში უკვე მოეწყო დეკორატიული ფილები, განათების სისტემა, საჩრდილობელი, საბავშვო ატრაქციონები. მიმდინარეობს ხე-მცენარეების დარგვის პროცესი სკვერებში განთავსდება საპარკე ფურნიტურა", - აცხადებენ გამგეობაში. 

პროექტებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან თარაშ შურღაიასთან და ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სივრცეების კეთილმოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 237 409 ლარია გამოყოფილი.