"დიდუბეში ჩავიდა... გუშინ ვნახე..."- ახალგაზრდების გაუჩინარების საქმე

"გუშინ ვნახე ეს გოგო მეტროში, ეცვა შავი შარვალი, ღია ფერის მოვარდისფრო ზედა და ბოტასები,"- ამის შესახებ ბარ "ბაუჰაუსის" Facebook გვერდზე, სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს.

წერენ რომ მას ღია ფერის ფრჩხილის ლაქი ესვა.

"დიდუბეში ჩავიდა როგორც მახსოვს ჩანთა, რაღაც ნაჭრის ნახატით ეკეთა,"-წერია კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ორ ახლგაზრდას ეძებენ.

"ბაუჰაუსის" 2 თანამშრომლის, გიორგი შალამბერიძის და ბაია ბერუაშვილის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.