დიდუბეში საცხობი აფეთქდა

დიდუბეში მდებარე საცხობში აფეთქება მოხდა. 

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მათივე ცნობით, საცხობის ორმა თანამშრომელმა საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო და ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.