დიღმის მასივში 15 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა - განახლებულია

სუიციდის მცდელობა თბილისში - დიღმის მასივში 15 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა. ის ერთ-ერთი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადახტა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც report.ge -ს შსს-დან აცნობეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.