დიღმის საველე ჰოსპიტალში 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი განათავსეს

დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება გუშინ დაიწყეს. ამ დროის მონაცემით, იქ 19 კოვიდინფიცირებული პაციენტია განთავსებული.

საველე ჰოსპიტალში რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი და კოვიდ-სასტუმროებში მომუშავე ექიმები არიან გადანაწილებულნი. ისინი 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.